რა თანხა დახარჯეს 9 თვეში უცხოელებმა საქართველოში
2019
წელის იანვარ-სექტემბერში საქართველოში არარეზიდენტი ბანკების
ემიტირებული საგადასახადო ბარათებით 2,053 მლრდ ლარის ოპერაცია
განხორციელდა.
რაც
21,6%-ით მეტია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან
შედარებით. 2018 წელის იანვარ-სექტემბერში უცხოელების მიერ
საქართველოში საბანკო ბარათებით დახარჯული თანხის მოცულობამ 1,608
მლრდ ლარი შეადგინა.
საქართველოს ეროვნული ბანკის სტატისტიკური მონაცემებით, 2019 წლის
იანვარ-სექტემბერში არარეზიდენტი ბანკების ბარათებით ბანკომატებიდან
1,036 მლრდ ლარის განაღდება მოხდა, პოს-ტერმინალებით კი 1,017 მლრდ
ლარის.
რაც შეეხება 2018 წლის ანალოგიურ პერიოდს, არარეზიდენტი ბანკების
ბარათებით ბანკომატებიდან 810,4 მლნ ლარის განაღდება მოხდა, ხოლო
პოსტ-ტერმინალებით - 798,6 მლნ ლარის.