საქართველოში საბანკო ბარათების რაოდენობა მცირდება
11:32 / 21.10.2019
საქართველოში 2019 წლის სექტემბერში, გასული
წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, საბანკო ბარათების რაოდენობა
ჯამში, 12%-ით შემცირდა.
საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2019 წლის სექტემბერში
საქართველოს ბაზარზე მიმოქცევაში სულ 6 670 348 საკრედიტო და სადებეტო
ბარათი იყო, 2018 წლის ანალოგიურ პერიოდში კი - 7 584 720
ერთეული.
სებ-ის მონაცემებითვე, კონკრეტულად საკრედიტო ბარათების რაოდენობა
15,7%-ით არის შემცირებული. კერძოდ, 2019 წლის სექტემბერში
მიმოქცევაში სულ 654 455 საკრედიტო ბარათი იყო, მაშინ როდესაც გასული
წლის ანალოგიურ პეროდში, საკრედიტო ბარათების რაოდენობა 776 114
ერთეულს შეადგენდა.
რაც შეეხეება სადებეტო ბარათებს, აქ 11,6%-იანი კლება დაფიქსირდა. თუ
2018 წლის სექტემბერში 6 808 606 სადებეტო ბარათი იყო მომოქცევაში,
მიმდინარე წლის სექტემბერში 6 015 893 ერთეული შეადგინა.