მარნეულის თვითმმართველობაში შრომითი ანაზღაურება, 2019 წელთან შედარებით, 352 300 ლარით გაიზრდება
მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულომ 2020 წლის ბიუჯეტის პროექტი გამოაქვეყნა. მარნეულის 2020 წლის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, შრომის ანაზღაურებისათვის 4 117 800 ლარი გაიხარჯება, როდესაც, 2019 წლის ბიუჯეტის მიხედვით შრომის ანაზღაურებაში 3 765 500 ლარი იყო გამოყოფილი.

როგორც რადიო „მარნეულთან“ საუბრისას მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის საფინასნო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსმა ვუგარ მამედოვმა განაცხადა, 2020 წელს შრომითი ანაზღაურების ზრდა მუნიციპალიტეტში სამუშაო ადგილების ზრდასა და გარკვეულ პოზიციებზე ხელფასების მატებას უკავშირდება.

„შტატებია გაზრდილი, მაგრამ ჯერ ვაკანსიები გამოცხადებული არაა, 2020 წელს გამოცხადდება ვაკანსიები. შტატების გაზრდა ბიუჯეტის არეალის გაზრდას უკავშირდება. ბიუჯეტი ადრე 25, 26, 30, 31 მილიონი იყო, ახლა კი 45 000 000-ია და შესაბამისად მომდევნო წელსაც გაიზრდება. ინფრასტრუქტურული პროექტები იზრდება, სოფლის პროექტი განახლდა 2019 წლიდან და მომდევნო წელსაც გრძელდება, სკოლების რეაბილიტაციაა ჩვენთან გადმოცემული, ბავშვების სატრანსპორტო მომსახურეობაც ჩვენთანაა გადმოცემული, ანუ ბიუჯეტის არეალები გაიზარდა და შესაბამისად შტატებიც გაიზარდა“ - გვეუბნება ვუგარ მამედოვი

2020 წელს, 2019 წელთან შედარებით შრომითი ანაზღაურება 352 300 ლარითაა გაზრდილი.

მარნეულის მუნიციპალიტეტის 2020 წლის ბიუჯეტის განხილვა საკრებულოში დღეს, 19 ნოემბერს, 15:00 საათზე გაიმართება.

რადიო „მარნეული“

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები