რა ღირს ოქრო საქართველოში - მისი ფასი მსოფლიოში ბოლო შვიდი წლის მაქსიმუმზეა
ახლო აღმოსავლეთში ვითარების გამწვავების ფონზე მსოფლიო ბირჟებზე ოქროს ფასი ბოლო შვიდი წლის მაქსიმუმზეა.

Goldman Sachs Group Inc.-ის ანალიტიკოსების აზრით, ოქროზე ფასი შესაძლოა, ნავთობის ფასზე მეტად გაიზარდოს. UBS Group AG და ABN Amro Bank NV-ს ანალიტიკოსების აზრით კი, თუ რეგიონში დაძაბულობა შენარჩუნდება, ოქროს ფასმა სამომავლოდ შესაძლოა, 1 600 დოლარსაც გადააჭარბოს.

„ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა თუ რა ღირს ოქრო საქართველოში. ადგილობრივი ფინანსური ინფორმაციის პლატფორმის „აგორა ფინანსების“ ცნობით, გასული წლის იანვართან შედარებით, წელს უმაღლესი ხარისხის ოქროს საშუალო ღირებულებამ 6.60 ლარით მოიმატა. კერძოდ, 999 სინჯის ოქროს ფასი დღეის მდგომარეობით, 115.60 ლარია, მაშინ როცა გასული წლის იანვრის მდგომარეობით, 109 ლარი ღირდა.

რაც შეეხება სხვა სინჯის ოქროებს, პლატფორმის თანახმად, დღეის მდგომარეობით, 375 სინჯის ოქრო 43.39 ლარი ღირს, მაშინ როცა წინა წლის იანვარში მისი საშუალო ფასი - 41 ლარი იყო; 500 სინჯის ფასი - 57.86-ია, 2019 წლის იანვარში კი - 54 იყო; 583 სინჯის გრამი ოქროს ფასი - 67.46 ლარია, 2019 წლის დასაწყისში კი - 64 ლარი ღირდა; 750 სინჯის ღირებულება დღეის მდგომარეობით - 86.79 ლარია, 2019 წლის იანვარში კი მისი ფასი - 82 ლარი იყო; 900 სინჯის ოქროს ფასი 1 გრამზე - 104.15 ლარია, მაშინ როცა გასული წლის დასაწყისში - 98 ღირდა; ხოლო 958 სინჯის ოქრო - 110.86 ლარი ღირს, წინა წლის იანვრის მდგომარეობით კი მისი ფასი - 105 ლარი იყო.

წყარო: BPN
Print