მარნეულში, გამონაკლისების გარდა, ყველა სავაჭრო და ბიზნეს ობიექტი დაიხურება - ზაურ დარგალი
მარნეულში ყველა სავაჭრო და ბიზნეს ობიექტი, გარდა აფთიაქებისა და სასურსათო მაღაზიებისა, კორონავირუსის პრევენციის მიზნით დაიხურება.

რადიო „მარნეულთან“ საუბრისას მარნეულის მერმა ზაურ დარგალმა განაცხადა, რომ მუნიციპალიტეტის ზედამხედველობის სამსახურ ეტაპობრივად ყველა ბიზნესოპერატორს აფრთხილებს.

„დაიხურება მანქანის სამრეცხაო ბოქსებიც და სხვა ობიექტებიც, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ ბიზნესოპერატორებმა მერიის წარმომადგენლების მისვლის გარეშეც გამოიჩინონ პასუხისმგებლობა და თავად დახურონ ობიექტები“ - გვითხრა ზაურ დარგალმა

აღსანიშნავია, რომ ასევე დაიხურება მარნეულის ბაზრის ტერიტორიაც, მაგრამ მარნეულის მერმა ჯერ-ჯერობით არ იცის დაიხურება მთლიანი ბაზარი, თუ მხოლოდ ტანსაცმელითა და სხვადასხვა საყოფაცხოვრებო ნივთებით მოვაჭრეთა დახლები.

შეგახსენებთ, რომ 18 მარტს მარნეულში ყველა სახის საჯარო ტრანსპორტის მოძრაობა შეწყდა.

საქართველოში კორონავირუსით დაავადების 43 შემთხვევა ფიქსირდება. 1 575 ადამიანი კარანტინში იმყოფება, ხოლო 275 სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ.

რადიო „მარნეული“
ვლადიმერ ჩხიტუნიძე

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები