მარნეულსა და ბოლნისში დროებით ჩერდება ყველა სახის ეკონომიკური საქმიანობა - ნათია თურნავა
ეკონომიკის მინისტრის ნათია თურნავას განცხადებით მარნეულსა და ბოლნისში დროებით ჩერდება ყველა სახის ეკონომიკური საქმიანობა, გარდა სასურსათო და მედიკამენტებით უზრუნველყოფისა.

„შეუფერხებლად გააგრძელებნ ფუნქციონირებას ის საწარმოები, რომლებიც დაკავშირბეულია კრიტიკულ ინფრასტრუქტურასთან წყალი, გაზი, დენი. სწარმოების ნაწილი და სასოფლო სამეურნეო წარმოებსათან დაკავშირებული საწარმოები. უფრო დეტალური საწარმოები გამმოქყევდება. არ ექნება შეფერხება მედიცინას, კავშირგაბმულობას“. - განაცხადა ნათია თურნავამ

ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, აღნიშნული გადაწყვეტილება მარნეულსა და ბოლნისში საკარანტინო რეჟიმის შემოღებას უკავშირდება. თურნავას თქმით, ეკონომიკის სამინისტროს დავალებული აქვს მოამზადოს იმ საწარმოების ჩამონათვალი, რომელიც მარნეულში მუშაობას გააგრძელებს.

შეგახსენებთ, რომ დღეს, 23 მარტს, საქართველოს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ მარნეულის და ბოლნისი მკაცრ საკარანტინო რეჟიმზე გადავიდეს. მუნიციპალიტეტების საზღვრები ჩაკეტილია და შეზღუდულია მოქალაქეთა გადაადგილება.

მარნეულსა და ბოლნისის მუნიციპალიტეტში გარკვეული შეზღუდვები დაწესდა:

• „დღეიდან, იზღუდება მარნეულის და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში შესვლა და გამოსვლა. იხურება ყველა ობიექტი.
• ხელმისაწვდომი იქნება მხოლოდ საკვები პროდუქტების, მედიკამენტებისა და კრიტიკული ინფრასტრუქტურის სხვა ობიექტები. საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება.
• მუნიციპალიტეტების ტერიტორიის შიგნით იზღუდება გადაადგილება, გარდა იმ შემთხვევისა, თუ მაცხოვრებლები გადაადგილდებიან საკვები პროდუქტების ან მედიკამენტების შესაძენად ან სამედიცინო მომსახურების მისაღებად.
• მედიკოსების მიერ მკაფიოდ გაწერილი პროტოკოლის შესაბამისად მარნეულის და ბოლნისის მოქალაქეები შეძლებენ მივცეთ საშუალება, სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების ჩატარების.

რადიო „მარნეული“

Print ელ. ფოსტა
თეგები: covid-19
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები