5 ქვეყანა, საიდანაც საქართველოში კარტოფილი შემოდის
სტატისტიკის ეროვნული სამსახური საქართველოში შერჩეული სურსათის იმპორტის 2019 წლის მონაცემებს აქვეყნებს.

კერძოდ, ჩამონათვალში მოხვდა რძე და რძის პროდუქტები, შაქარი, ხახვი, ბრინჯი და კარტოფილი.

საქსტატის ცნობით, ქვეყანაში გასულ წელს ჯამში, 72 503 600 აშშ დოლარის რძე და რძის პროდუქტები; 50 346 500 დოლარის - შაქარი; 12 413 300 დოლარის - ხახვი, 6 741 100 აშშ დოლარის ბრინჯი და 2 439 400 დოლარის კარტოფილი შემოვიდა.

მათ შორის, კარტოფილის იმპორტიორ ქვეყნებს შორის ლიდერობს აზერბაიჯანი, საიდანაც, 755 500 აშშ დოლარის კარტოფილი შემოვიდა; მას მოსდევს - თურქეთი - 383 300 დოლარით; მე-3 ადგილზეა - ნიდერლანდი - 277 300 აშშ დოლარით; მე-4 და მე-5 პოზიციებს კი გერმანია და პაკისტანი იკავებენ, საიდანაც, შესაბამისად, 264 700 და 237 ათასი დოლარის კარტოფილის იმპორტი განხორციელდა.

წყარო: BPN
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები