5 ქვეყანა, საიდანაც საქართველოში მაცივრები და კონდინციონერები შემოდის - ლიდერი ჩინეთია
სტატისტიკის ეროვნული სამსახური საქართველოში საყოფაცხოვრებო ელექტრონიკის იმპორტის 2019 წლის მონაცემებს აქვეყნებს. კერძოდ, ჩამონათვალში მოხვდა კონდინციონერები, სარეცხი მანქანები, მაცივრები და გაზქურები.

საქსტატის ცნობით, ქვეყანაში გასულ წელს ჯამში, 21 282 900 აშშ დოლარის კონდინციონერები; 19 606 200 დოლარის - სარეცხი მანქანები; 8 388 500 დოლარის - მაცივრები და 5 833 200 აშშ დოლარის გაზქურები შემოვიდა.

მათ შორის, მაცივრების იმპორტიორ ქვეყნებს შორის ლიდერობს ჩინეთი, საიდანაც 5 018 800 აშშ დოლარის მაცივარი შემოვიდა; მას მოსდევს - ტაილანდი - 1 143 00 დოლარით; მე-3 ადგილზეა თურქეთი - 965 100 აშშ დოლარით; მე-4 და მე-5 პოზიციებს კი არაბთა გაერთიანებული საამიროები და იტალია იკავებენ, საიდანაც, შესაბამისად, 259 100 და 246 100 დოლარის მაცივრის იმპორტი განხორციელდა.

რაც შეეხება კონდინციონერებს, ამ შემთხვევაში იმპორტის თვალსაზრისით ლიდერობს ჩინეთი, საიდანაც, 18 074 900 აშშ დოლარის კონდინციონერის იმპორტი განხორციელდა; მას მოსდევს - ტაილანდი - 713 500 დოლარით; მე-3 ადგილზეა - მალაიზია - 421 500 აშშ დოლარით; მე-4 და მე-5 პოზიციებს კი თურქეთი და ჰონგ-კონგი იკავებენ, საიდანაც, შესაბამისად, 410 400 და 365 100 აშშ დოლარის კონდინციონერის იმპორტი განხორციელდა.

წყარო: BPN
Print