საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების კომისიამ 2019 წლის
ანგარიში გამოაქვეყნა.
დოკუმენტში მათ შორის, განხილულია თუ როგორია ელექტროენერგიისა და
გაზის საყოფაცხოვრებო ტარიფები საქართველოსა და რეგიონის სხვა
ქვეყნებში. სემეკ-მა დაახლოებით 40-41 ქვეყნის გადასახადი შეადარა
ერთმანეთს.
ანალიზის მიხედვით, ელექტროენერგიის საყოფაცხოვრებო ტარიფი
საქართველოში რეგიონის ქვეყნებს შორის ერთ-ერთი მაღალია. კერძოდ,
საქართველოში საფასური კვტ.სთ-ზე 18.89 თეთრია, მაშინ როცა მაგალითად,
აზერბაიჯანში - 13.88 თეთრი; უკრაინაში - 14.13; რუსეთში 16.34
თეთრია.
საქართველოზე ძვირია ელექტროენერგია სომხეთში, სადაც კვტ/სთ-ის ფასის
24.69 თეთრია; თურქეთში კი - 27.09 თეთრი.