რა ღირს ელექტროენერგია საქართველოსა და მეზობელ ქვეყნებში
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების კომისიამ 2019 წლის ანგარიში გამოაქვეყნა.

დოკუმენტში მათ შორის, განხილულია თუ როგორია ელექტროენერგიისა და გაზის საყოფაცხოვრებო ტარიფები საქართველოსა და რეგიონის სხვა ქვეყნებში. სემეკ-მა დაახლოებით 40-41 ქვეყნის გადასახადი შეადარა ერთმანეთს.

ანალიზის მიხედვით, ელექტროენერგიის საყოფაცხოვრებო ტარიფი საქართველოში რეგიონის ქვეყნებს შორის ერთ-ერთი მაღალია. კერძოდ, საქართველოში საფასური კვტ.სთ-ზე 18.89 თეთრია, მაშინ როცა მაგალითად, აზერბაიჯანში - 13.88 თეთრი; უკრაინაში - 14.13; რუსეთში 16.34 თეთრია.

საქართველოზე ძვირია ელექტროენერგია სომხეთში, სადაც კვტ/სთ-ის ფასის 24.69 თეთრია; თურქეთში კი - 27.09 თეთრი.


წყარო: BPN


Print