სავალუტო ჯიხურები 8 ივნისიდან გაიხსნება – ასოციაცია
სავალუტო ჯიხურების ასოციაციის წევრი ვახტანგ გრიგალაშვილი აცხადებს, რომ ვალუტის გადამცვლელი ჯიხურები საქმიანობას 8 ივნისიდან აღადგენენ. მისივე თქმით, ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოს ეროვნული ბანკიდან აქვთ.

მთავრობის პრესსამსახურში ნეტგაზეთს უთხრეს, რომ ამ ეტაპისთვის ჯიხურებს საქმიანობის უფლება არ აქვთ, თუმცა როდის შეძლებენ ისინი საქმიანობის გაგრძელებას ამას საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე გადაწყვეტენ. პრესსამსახურში ჯერ არ იციან როდის გაიმართება საბჭოს სხდომა.

ქვეყნის მასშტაბით სავალუტო ჯიხურები 31 მარტიდან დაიხურა. მთავრობის გადაწყვეტილებით, სავალუტო ჯიხურებთან ერთად საქმიანობა შეეზღუდათ საკრედიტო კავშირებს, საგადახდო მომსახურების პროვაიდერებს, ფასიანი ქაღალდების დამოუკიდებელ რეგისტრატორებსა და სამუშაო ოფისებიდან სესხის გამცემი სუბიექტებს.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები