ტურისტების არარსებობის გამო ბიზნესი ზარალდება - ვალუტის გადამცვლელი ჯიხურის მფლობელი

მარენულის მუნიციპალიტეტის 56 დღიანი ჩაკეტვის პერიოდში მუნიციპალიტეტში ყველა სახის ბიზნეს საქმიანობა,

გარდა აფთიაქებისა და სასურსათო მაღაზიებისა, შეჩერდა. ერთ-ერთი ბიზნესი, რომლემაც კორონავირუსის პანდემიის გავრცელების გამო მუშაობა შეწყვიტა ვალუტის გადამცვლელი ჯიხურებია.

მარნეულში მდებარე ერთ-ერთი ვალუტის გადამცვლელი ჯიხურის უფროსმა ალი კარაევმა რადიო „მარნეულს“ უთხრა, რომ კარანტინის დროს მისმა ბიზნესმა ფინანსური ზარალი მიიღო.

„სახელმწიფოს კანონი დავიცავით, სახლშ ვჯექით რომ ვირუსი არ გავრცელდეს. ობიექტები დაიხურა, არ ვმუშაობდით. როგორც ყველა ოჯახი, ჩვენც არ ვიმუშავეთ, შემოსავალი არ გვქონდა. სირთულე იყო, მაგრამ გავუძელით. მადლობა სახელმწიფოს, 300 ლარით დაგვეხმარებიანო, ამბობენ. ველოდებით როდის მოგვცემენ. სახლში ვიჯექით და შემოსავალი არ გვქონდა. ბაზარი დაკეტილია ამიტომ მოსახლეობა არ მოდის, ბაზარი რომ გაიხსნას და ხალხი მოვიდეს კარგი იქნებოდა“ - ამბობს ვალუტის გადამცვლელი ჯიხურის მფლობელი ალი კარაევი

კიდევ ერთი ვალუტის გადამცვლელი ჯიხურის მფლობელი რევაზ ბურნაძე ამბობს, რომ კარანტინის დროს 5 000 ლარი იზარალა. აცხადებს, რომ საზრვრების ჩაკეტვისა და ტურისტების არარსებობის გამო ბიზნესი დაზარალდა.

„სამი ადამიანი მუშაობს. ზოგადად, ზარალს ვერ ავღრიცხავთ, მაგრამ შემოსავალი არ მქონდა ორი თვე და ერთი კვირა. ორ თანამშრომელს ხელფასები ერიცხება, მე კიდევ ჩემი შემოსავალი მაქვს ცალკე და საერთო ჯამში, სადღაც, 5 000 ლარი მაინც ვიზარალე ამ პერიოდში. ერთჯერადი დახმარება გაგვიწიეს და თანამშრომლებს ექვს თვიანი, თვეში 200 ლარი. სამი დღეა რაც გავიხსენით, საზღვრები რომ დაკეტილია, ჩვენ ძირითადად ტურისტებზე ვმუშაობთ, ძალიან ნაკლებია მუშაობა“ - გვითხრა რევაზ ბურნაძემ

საქართველოს მასშტაბით, კორონავირუსის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, 31 მარტიდან საქართველოს მასშტაბით ვალუტის გადამცვლელმა ჯიხურებმა მუშაობა შეწყვიტეს. მუშაობის განახლების შესაძლებლობა, ვალუტის გადამცვლელ ჯიხურებს, 8 ივნისიდან მიეცათ.

რადიო „მარნეული“

 

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები