2020 წლის იანვარ-მაისში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო
ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 4 206.2 მლნ აშშ დოლარი
შეადგინა,
რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 16.8 პროცენტით
ნაკლებია.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, აქედან, ექსპორტი 1
235.4 მლნ. აშშ დოლარი (16.2 პროცენტით ნაკლები), ხოლო იმპორტი 2
970.8 მლნ. აშშ დოლარი (17.0 პროცენტით ნაკლები) იყო.
ამასთან, უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2020 წლის იანვარ-მაისში 1
735.4 მლნ. აშშ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 41.3 პროცენტი
შეადგინა.