საარსებო მინიმუმი ერთ თვეში 10 ლარით შემცირდა
2020 წლის მაისში, წინა თვესთან შედარებით, საარსებო მინიმუმი 10 ლარით შემცირდა.

კერძოდ, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, გასულ თვეს შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის საარსებო მინიმუმი 189.6 ლარს შეადგენდა, მაშინ როცა აპრილში ეს მაჩვენებელი 199.6 ლარი იყო.

2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით კი, მაისში შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის საარსებო მინიმუმი 50 თეთრით არის შემცირებული. კერძოდ, 2019 წლის მაისში ეს მონაცემი 190.1 ლარს შეადგენდა.

„საქსტატის“ მონაცემებით, მაისში აპრილთან შედარებით 16.8 ლარით შემცირდა საშუალო ოჯახის საარსებო მინიმუმიც და 318 ლარი გახდა. აღსანიშნავია, რომ საშუალო ოჯახის საარსებო მინიმუმი 2019 წლის მაისის მონაცემთან შედარებით, 90 თეთრით არის შემცირებული.

წყარო: BPN
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები