სიახლე
გიორგი გახარიას განცხადებით, სასურსათო-საკვები პროდუქციის ვაჭრობის სფეროში ბუნებრივი დანაკარგების ჩამოწერა მოხდება
საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით, სასურსათო-საკვები პროდუქციის ვაჭრობის სფეროში ბუნებრივი დანაკარგების ჩამოწერა მოხდება.

შესაბამისი განცხადება პრემიერმა მთავრობის სხდომაზე გააკეთა. მისი თქმით, აღნიშნული საკითხი დიდი ხანია დავის საგანი იყო ფინანსთა სამინისტროსა და კერძო სექტორს შორის.

„კიდევ ერთი სასიხარულო და ასევე, დიდი ხნის საკითხი, გახლავთ სასურსათო- საკვები პროდუქციის ვაჭრობის სფეროში ბუნებრივი დანაკარგების ჩამოწერის საკითხი, რომელიც რაც თავი მახსოვს სულ დავის საგანი იყო ფინანსთა სამინისტროსა და კერძო სექტორს შორის. ფინანსთა სამინისტრომ საბოლოოდ მიიღო ეს გადაწყვეტილება და ფაქტობრივად ქმნის იდეალურ პირობებს, რომ ბუნებრივი დანაკარგები ამ სფეროში იყოს ჩამოწერილი უმარტივესად, რაც, რა თქმა უნდა, ბიზნესსექტორს გაუმარტივებს ცხოვრებას და ოპერირებას“,- განაცხადა გახარიამ.

FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
COVID-19-სთან ბრძოლაში რიჩარდ ლუგარის ცენტრის მნიშვნელობის ზრდასთან ერთად, კრემლისტური მედია, რომელიც წლებია ლაბორატორიასთან დაკავშირებით სხვადასხვა კონსპირაციას ავითარებს
სრულად
04:00 / 05.08.2020
დაიცავი დისტანცია