სიახლე
შავ ზღვაში ავსტრიული OMV პეტროლი შემოდის – თურნავა
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა ამბობს, რომ შავ ზღვაზე ნავთობს ავსტრიული OMV ჯგუფის წევრი კომპანია მოიპოვებს.
როგორც თურნავამ ჟურნალისტებს უთხრა ეს კომპანია ნავთობის და გაზის სააგენტოს მიერ გამოცხადებული საერთაშორისო ტენდერის საფუძველზე შეირჩა.

“22 ივნისს ნავთობისა და გაზის სააგენტომ ჩაატარა ღია საერთაშორისო ტედერი, შავ ზღვაზე ნავთობისა და გაზის რესურსების სარგებლობით გენერალური ლიცენზიის მოსაპოვებლად. ე.წ მეორე სალიცენზიო ბლოკზე სატენდერო კომისიის დასკვნის საფუძველზე გაიმარჯვა ნავთობკომპანია OMV პეტროლმა რომელიც OMV კომპანიების ჯგუფის წევრია. ეს არის ავსტრიული გიგანტი ნავთობის მოპოვებისა და გადამუშავების სფეროში. ის ევროპაში მე-10 ადგილზეა ნავთობმომპოვებელ კომპანიებს შორის. მართლაც სასიხარულოა რომ დიდი და ცნობილი ინვესტორი საქართველოში შემოდის. მეორეც, ეს ინვესტორი შემოდის რესურსებისა და წიაღის მოპოვების სფეროში, რაც ადასტურებს იმას, რომ აქ საუკეთესო პირობები გვაქვს შექმნილი,” – ამბობს თურნავა.

წყარო: ნეთგაზეთი
| Print |