საქართველოში ნედლი რძე ისევ ძვირდება. georgiandairy.org-ის
მონაცემებით, ფასები უპრეცენდენტოდ მაღალია.
ბოლო წლებში, მათი ზრდის მიზეზი მიწოდების მხარეს არსებული
პრობლემებია, რომლებსაც ახლა გლობალური კრიზისიც დაემატა. ფასის ზრდა
ხშირად გადარჩენის მექანიზმად გამოიყენება - თუმცა ამით საბოლოოდ
მომხმარებელი ზარალდება.
საინფორაციო პორტალის მონაცემებით, შინამეურნეობები ერთ ლიტრ ნედლ
რძეს საშუალოდ 0.80 ლარად აბარებენ; კომერციული ექსტენსიური ტიპის
ფერმები კი - 1.00 ლარად.
შარშანდელთან შედარებით, ნედლი რძე შინამეურნეობებში 5%-ით, კომერციულ
ექსტენსიურ ფერმებში კი - 13%-ით გაიზარდა.
georgiandairy.org-ის ინფორმაციით, ასევე უპრეცენდენტოა მსგავსი დიდი
სხვაობა ორი ჯგუფის ფასებს შორის - კომერციულმა ექსტენსიურმა ფერმებმა
ბევრად უფრო მაღალი ფასის მიღება შეძლეს, ვიდრე შინამეურნეობებმა. რაც
კომერციული მერძეული სექტორის უპირატესობებით აიხსნება: უფრო მარტივი
ლოგისტიკა - მეტი რძის შეძენის შესაძლებლობა ერთი ფერმიდან, ვიდრე
ერთი შინამეურნეობისგან; შედარებით მაღალი ხარისხი; მეტი გავლენა
ფასის ფორმირებაზე.
„ქვეყანაში არსებული მაღალი ინფლაციის ფონზე კი, რძის
მწარმოებლები იძულებულნი არიან ფასები აწიონ თავიანთ პროდუქტზეც, ან
დატოვონ ბაზარი, - აღნიშნულია georgiandairy.org-ის
კვლევაში.