აზერბაიჯანში ქუჩებსა და სკვერებში 5 კაცზე მეტის შეკრება აკრძალეს
კორონავირუსის პანდემიის მიზეზით, აზერბაიჯანი საკარანტინო რეჟიმს ამკაცრებს.
ახალი რეგულაციის შესაბამისად, ქვეყნის ქალაქებისა და რაიონების ქუჩებში, სკვერებსა და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ხუთ კაცზე მეტის შეკრება აიკრძალა.

ოფიციალური ცნობით, შეზღუდვები 5-დან 20 ივლისამდე გაგრძელდება.

აზერბაიჯანის ხელისუფლების მიმართ კრიტიკულად განწყობილი მოქალაქეები და ოპოზიციური სპექტრი მიიჩნევს, რომ კორონავირუსის გამო საკარანტინო მკაცრი რეჟიმის დაწესება ხელისუფლების ინტერესებშია, ვინაიდან მოქალაქეებს შეკრება და საპროტესტო აქციების გამართვა ეკრძალებათ.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები