საქართველოდან უკვე ექსპორტირებულია 1 797 ტონა თხილი, ზრდა 81%-ია
3 სექტემბრის მდგომარეობით, საქართველოდან ექსპორტირებულია 1 797 ტონა თხილი, რაც 81%-ით გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით მეტია.

საქართველოს მთავრობის პროგნოზით, წელს თხილის საპროგნოზო მოსავალი 50 ათას ტონაა, რაც წინა წლის მონაცემს 15 ათასი ტონით აღემატება. ექსპორტიდან მოსალოდნელი შემოსავალი კი, დაახლოებით 100 მლნ აშშ დოლარია.

2013 წლიდან დღემდე, სახელმწიფოს მხარდაჭერით, საქართველოში თხილის გადამამუშავებელი - 20-მდე ახალი საწარმო შეიქმნა, 27 კი გაფართოვდა. მხოლოდ სამეგრელოში, თხილის მიმართულებით, 13 ახალი აგროსაწარმო გაიხსნა და 13 გაფართოვდა. ახალ საწარმოებში 1 000-მდე მოქალაქე დასაქმდა და განხორციელდა 13 მლნ ლარამდე ინვესტიცია. ასევე გაიხსნა 1 კოოპერატივი - "რკ დარჩელის თხილი".

როგორც მთავრობის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, თხილის დაბინავების პროცესში ჩართულია 30-ზე მეტი საწარმო.

წყარო: ბმ
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები