საპენსიო სააგენტოს ინფორმაციით, 2020 წლის 8 სექტემბრის
მდგომარეობით, დაგროვებითი პენსიით 447-მა ადამიანმა ისარგებლა.
მათგან, საპენსიო ასაკის შესრულების საფუძვლით 211-მა მონაწილემ,
საზღვარგარეთ მუდმივ საცხოვრებლად გადასვლის გამო ერთმა, შეზღუდული
შესაძლებლობების მქონე სტატუსის საფუძვლით – 186-მა, ხოლო
მემკვიდრეობის უფლებით 49 პირმა ისარგებლა.
როგორც საპენსიო სააგენტოში აცხადებენ, საპენსიო სქემაში ჩართულთა
რაოდენობა ყოველდღიურად იზრდება და თვის განმავლობაში საშუალოდ 9
000-ზე მეტია. საპენსიო დანაზოგებს უკვე დაერიცხა 79.5 მილიონ ლარამდე
სარგებელი.
„საპენსიო აქტივები განთავსებულია ეფექტურ წლიურ 11.1
პროცენტში, რაც 2.3-ჯერ აღემატება ქვეყანაში მიმდინარე წლიური
ინფლაციის მაჩვენებელს (აგვისტოს მდგომარეობით, 4.8 პროცენტი), ხოლო
1.3-ჯერ აღემატება ლარის შემოსავლიანობის მაჩვენებელს“,
– აცხადებს საინვესტიციო სამსახურის უფროსი საინვესტიციო ოფიცერი გოგა
მელიქიძე.