საპენსიო სააგენტო - საპენსიო აქტივების პორტფელის ზომამ 951 მილიონ ლარს მიაღწია
საპენსიო სააგენტოს ინფორმაციით, საპენსიო აქტივების პორტფელის ზომამ 951 მილიონ ლარს მიაღწია, საიდანაც 698 მილიონი ლარი განთავსებულია სადეპოზიტო სერტიფიკატებში, 222 მილიონი ლარი მიმდინარე სარგებლიან ანგარიშებზე, ხოლო 31 მილიონი ლარი კი ვადიან დეპოზიტებზე.

საპენსიო აქტივები რვა ქართულ კომერციულ ბანკშია განთავსებული. საპენსიო სქემაში ჩართულთა რაოდენობა ყოველდღიურად იზრდება და თვის მანძილზე საშუალოდ 9 000-ზე მეტია.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები