ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულებების აუქციონზე 50 000 000
ლარის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა.
2020 წლის 13 ოქტომბერს, ფინანსთა სამინისტროს სახაზინო
ვალდებულებების აუქციონზე 50 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების
364-დღიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა.
ეროვნული ბანკის ინფორმაციით, აუქციონში მონაწილეობა მიიღო სამმა
კომერციულმა ბანკმა. მოთხოვნამ შეადგინა 78 000 000 ლარი.
მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 8.061 პროცენტით, მაქსიმალური 8.150
%პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი 8.123 პროცენტით განისაზღვრა.