"სოკარი" ლაგოდეხის სოფელ კაბალში საბავშვო ბაღის მშენებლობას იწყებს (FOTO)
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ კაბალში საბავშვო ბაღის მშენებლობა იწყება. საბავშვო ბაღს ააშენებს და სახელმწიფოს უსასყიდლოდ გადასცემს კომპანია "სოკარ ენერჯი ჯორჯია".

კაფსულის ჩაგდების ცერემონიაში მონაწილეობა მიიღეს სოკარის პრეზიდენტმა, როვნაგ აბდულაევმა, "სოკარის" ინვესტიციების მართვის სამსახურის უფროსმა, ვაგიფ ალიევმა, საქართველოში აზერბაიჯანის ელჩმა, ფაიგ გულიევმა, კახეთში სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელმა, ირაკლი შიოშვილმა, ლაგოდეხის მერმა, ჯონდო მდივნიშვილმა, ლაგოდეხის მაჟორიტარი დეპუტატმა, გურამ მაჭარაშვილმა და სხვა ოფიციალურმა პირებმა.

საბავშვო ბაღი გათვლილია 100 ბავშვზე. გარდა 4 საკლასო ოთახისა, საბავშვო ბაღის ინფრასტრუქტურა მოიცავს ბუფეტს, სამზარეულოს, სპორტული აქტივობის, ექიმის, სათამაშო და საძინებელ ოთახებს. ადმინისტრაციულ და ტექნიკურ ფართებს. შენობაში გათვალისწინებულია პანდუსები და სანიტარული ფართები უნარშეზღუდული ბავშვებისათვის. საბავშვო ბაღის ჯამური ფართი 1242 კვადრატული მეტრია. ბაღის ტერიტორიაზე ასევე გათვალისწინებულია ღია სათამაშო მოედანი. მშენებლობის პროცესი 8 თვეს გასტანს.

Warning: Invalid argument supplied for foreach() in /var/www/marneulifm.ge/public_html/templates/default/html/com_content/article/default.php on line 166
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები