ყველაფერი, რაც ტრანსადრიატიკულ გაზსადენს TAP უკავშირდება, გრაფიკის
მიხედვით მიმდინარეობს,
- ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა იაპონურ
გაზეთ Nikkei-სთან ინტერვიუში განაცხადა.
"TAP-ის ოფიციალური გახსნა, ალბათ, რამდენიმე დამატებითი
კვირის და არა თვეების საქმეა. გაზსადენთან დაკავშირებით ყველაფერი
მზად არის. ისტორიული მილსადენი ბაქოდან ევროპაში
დასრულებულია", - განაცხადა ალიევმა.
წყარო: report.ge