რაში აპირებს მარნეულის მერია 2021 წლის ბიუჯეტის დახარჯვას
მარნეულის მუნიციპალიტეტის 2021 წლის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, მარნეულის 2021 წლის ბიუჯეტი 29 603 600 ლარით განისაზღვრა.

2021 წლის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, მარნეულის მერია ჯანმრთელობის დაცვისათვის ყველაზე ცოტა თანხის დახარჯვას გეგმავს. საზოგადოებრივი ჯანდაცვის მომსახურებისათვის მერიას ბიუჯეტში 190 000 ლარი აქვს გათვალისწინებული.

ყველაზე მეტი თანხის, 6 960 400 ლარის, დახარჯვას მარნეულის მერია საბინაო კომუნალური მეურნეობის მიმართულებით აპირებს. საბინაო კომუნალური მეურნეობის მიმართულებაში შედის ბინათმშენებლობა, კომუნალური მეურნეობის განვითარება, წყალმომარაგება, გარე განათება და სხვა არაკლასიფიცირებული ხარჯები საბინაო–კომუნალურ მეურნეობაში.

რამდენი ლარის გამოყოფაა დაგეგმილი:
• ბინათმშენებლობა - 420 000 ლარი
• კომუნალური მეურნეობის განვითარება - 231 500 ლარი
• წყალმომარაგება - 4 078 200 ლარი
• გარე განათება - 1 554 700 ლარი
• სხვა არაკლასიფიცირებული ხარჯები საბინაო–კომუნალურ მეურნეობაში - 676 000 ლარი


2021 წლის ბიუჯეტის პროექტით, აღმასრულებელი და წარმომადგენლობითი ორგანოების საქმიანობის უზრუნველყოფის, ფინანსური და ფისკალური საქმიანობის და საგარეო ურთიერთობებისათვის 6 401 800 ლარია გათვალისწინებული. ამ მიმართულებაში შედის, აღმასრულებელი და წარმომადგენლობითი ორგანოების საქმიანობის უზრუნველყოფა, რომელშიც 6 251 800 ლარი დაიხარჯება და ფინანსური და ფისკალური საქმიანობა.

რამდენი ლარის გამოყოფაა დაგეგმილი:
• წარმომადგენლობითი ორგანო (საკრებულო) – 1 454 000 ლარი
• აღმასრულებელი ორგანო (მერია) – 4 797 800 ლარი
• ფინანსური და ფისკალური საქმიანობა - 150 000 ლარი


სამხედრო აღრიცხვის, გაწვევისა და მობილიზაციის სამსახურისათვის მარნეულის მერიამ ბიუჯეტში 215 600 ლარი გაითვალისწინა.
ეკონომიკური საქმიანობის მიმართულებით, რომელშიც შედის სოფლის მეურნეობა, ტრანსპორტი და საავტომობილო ტრანსპორტი და გზები, მარნეულის 2021 წლის ბიუჯეტში 3 187 200 ლარია გათვალისწინებული.

რამდენი ლარის გამოყოფაა დაგეგმილი:
• სოფლის მეურნეობა - 562 500 ლარი
• ტრანსპორტი - 2 624 700 ლარი
• საავტომობილო ტრანსპორტი და გზები - 2 624 700 ლარი


გარემოს დაცვის მიმართულებით, რომელშიც შედის ნარჩენების შეგროვება, გადამუშავება და განადგურება და ჩამდინარე წყლების მართვა, მარნეულის მერია 2 617 800 ლარის დახარჯვას გეგმავს.

რამდენი ლარის გამოყოფაა დაგეგმილი:
• ნარჩენების შეგროვება, გადამუშავება და განადგურება - 2 267 100 ლარი
• ჩამდინარე წყლების მართვა - 350 000 ლარი


მარნეულის მუნიციპალიტეტის 2021 წლის ბიუჯეტის პროექტის შესაბამისად, დასვენების, კულტურისა და რელიგიის მიმართულებით 3 726 600 ლარია გათვალისწინებული. ამ მიმართულებაში შედის, მომსახურება დასვენებისა და სპორტის სფეროში, მომსახურება კულტურის სფეროში, ტელე–რადიო მაუწყებლობა და საგამომცემლო საქმიანობა, რელიგიური და სხვა სახის საზოგადოებრივი საქმიანობა და სხვა არაკლასიფიცირებული საქმიანობა დასვენების, კულტურისა და რელიგიის სფეროში.

რამდენი ლარის გამოყოფაა დაგეგმილი:
• მომსახურება დასვენებისა და სპორტის სფეროში - 1 906 000 ლარი
• მომსახურება კულტურის სფეროში - 1 414 600 ლარი
• ტელე–რადიო მაუწყებლობა და საგამომცემლო საქმიანობა - 86 000 ლარი
• რელიგიური და სხვა სახის საზოგადოებრივი საქმიანობა - 210 000 ლარი
• სხვა არაკლასიფიცირებული საქმიანობა დასვენების, კულტურისა და რელიგიის სფეროში - 110 000 ლარი

განათლების სფეროში 2021 წლის ბიუჯეტში გათვალისწინებულია 4 578 600 ლარი. განათლების სფეროში შედის სკოლამდელი და ზოგადი განათლება.
რამდენი ლარის გამოყოფაა დაგეგმილი:

• სკოლამდელი განათლება - 4 506 600 ლარი
• ზოგადი განათლება - 72 000 ლარი


მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიამ სოციალური დაცვის სფეროში, 2021 წლის ბიუჯეტის პროექტში, 1 630 000 ლარის გამოყოფა გადაწყვიტა. ამ სფეროში შედის, ავადმყოფთა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სოციალური დაცვა, ოჯახებისა და ბავშვების სოციალური დაცვა და სხვა არაკლასიფიცირებული საქმიანობა სოციალური დაცვის სფეროში.

რამდენი ლარის გამოყოფაა დაგეგმილი:
• ავადმყოფთა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სოციალური დაცვა - 1 150 000 ლარი
• ოჯახებისა და ბავშვების სოციალური დაცვა - 475 000 ლარი
• სხვა არაკლასიფიცირებული საქმიანობა სოციალური დაცვის სფეროში - 5 000 ლარი


რადიო „მარნეულთან“ საუბრისას მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის უფროსმა ნინო ბერიძემ განაცხადა, რომ მოქალაქეებს ბიუჯეტის შენიშვნების წარდგენა ელექტრონულად და წერილობით, საკრებულოს აპარატში განცხადების შეტანით, შეეძლებათ. მოქალაქეებმა 2021 წლის ბიუჯეტის შენიშვნები ელექტრონულად ფოსტაზე This e-mail address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it 25 ნოემბრამდე უნდა შეიტანონ.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები