აზერბაიჯანიდან საქართველოში 5.33 მლნ დოლარი გადმოირიცხა
საქართველოს ეროვნული ბანკის (სებ) მონაცემებით, 2020 წლის ოქტომბერში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 181.7 მლნ აშშ დოლარი (584.8 მლნ ლარი) შეადგინა, რაც 18.6%-ით (28.5 მლნ აშშ დოლარით) მეტია 2019 წლის ოქტომბრის ანალოგიურ მაჩვენებელზე.

მიმდინარე წლის ოქტომბერში აზერბაიჯანიდან საქართველოში 5.33 მლნ დოლარი გადმოირიცხა, რაც მთლიანი ფულადი გზავნილების 2. 93%-ია. ზრდა წინა წელთან შედარებიით, 145,10%-ს უტოლდება. წლიურ ჭრილში ფულადი გზავნილების ზრდის დინამიკით აზერბაიჯანს მხოლოდ უკრაინა უსწრებს მაჩვენებლის 151.91%-იანი მატებით.

რაც შეეხება დანარჩენ სამეზობლოს, რუსეთიდან ფულადი გზავნილები წლიურ ჭრილში შემცირებულია 7,01%-ით, თუმცა 35.20 მლნ დოლარით ეს ქვეყანა საქართველოში ფულადი გზავნილებით კვლავ ლიდერ პოზიციაზეა და 19,37%-ს აღწევს რუსეთიდან გადმორიცხული თანხა მთლიან გზავნილებში.

თურქეთიდან ოქტომბერში საქართველოში გადმოირიცხა 10.09 აშშ დოლარი. მაჩვენებელი წლიურ ჭრილში 26.00%-ითა გაზრდილი და ის მთლიანი გზავნილების 6.03%-ია.

სომხეთიდან დროის იმავე მონაკვეთში გადმოირიცხა 1.05 აშშ დოლარი, რაც მთლიანი გზავნილების 0.58%-ია. წლიურ ჭრილში ამ ქვეყნიოდან ფულადი გზავნილები 20.00%-ითაა შემცირებული.


შეგახსენებთ, აზერბაიჯანიდან ფულადი გზავნილების ნაკადის ზრდა თითქმის მთელი წელი სამბიშნა ნიშნულზეა, თუმცა ოქტომბრის ბოლო სამ კვირაში ფულადი გადმორიცხვები წლიურ ჭრილში მხოლოდ ორნიშნა ზრდას აჩვენებდა. 26 ოქტომბერი-1 ნოემბრის კვირაში აზერბაიჯანიდან გადმორიცხუილი თანხა 37%-ით გაიზარდა წინა წლის დროის იმავე მონაკვეთთდან შედარებით, ხოლო 25-31 ოქტომბრის პერიოდში აზერბაიჯანიდან საქართველოში გადმორიცხვები გაიზარდა 44%-ით. 19-25 ოქტომბრის მონაკვეთში მაჩვენებელი 60%-ითაა შარშანდელთან შედარებით.

სპეციალისტები აზერბაიჯანიდან ფულადი ნაკადების კლებას ყარაბაღის კონფლიქტს უკავშირებენ. მათი განმარტებით, ქვეყანა საომარ ვითარებაში იყო და იქ დასაქმებულმა ქართულმა დიასპორამ, თუ აზერბაიჯანში მომუშავე ქართულმა კომპანიებმა გზავნილების ნაკადები შეამცირეს, სავარაუდოდ, შემოსავლების კლების გამო.

ომის შეწყვეტა, რომელიც სომხეთ-აზერბაიჯანს შორის თითქმის თვენახევრის განმავლობაში გრძელდებოდა (27 სექტემბერი-9 ნოემბერი) და სულ რაღაც 7 დღის წინ დასრულდა, პოლიტოლოგების, ეკონომისტებისა და კონფლიქტოლოგების მიერ ერთმნიშვნელოვნად დადებითად ფასდება. მათივე განმარტებით, ომით იზარალა არა მხოლოდ კონფლიქტში მონაწილე ორი ქვეყნის, სომხეთის და აზერბაიჯანის ეკონომიკებმა, არამედ, მას ნეგატიური რეზონანსი ჰქონდა საქართველოს და მთელი რეგიონის ეკონომიკაზეც ვაჭრობის, ტურიზმის და ინვესტიციების მიმართულებებში. გამონაკლისი არც ფულადი გზავნილებია.

მსოფლიო ბანკის შეფასებით, ქვეყნის ეკონომიკის 11.6%-ს სწორედ უცხოეთში დასაქმებული ქართველების მიერ გამოგზავნილი სახსრები ავსებს. საქართველო ფულად გზავნილებზე დამოკიდებულებით მსოფლიოში 24-ე ადგილზეა. სპეციალისტების განმარტებით, ფულადი გზავნილების როლი საქართველოს ეკონომიკაში დიდია, ხოლო ამ ორი ქვეყნის წილი ფულად გზავნილებში არც თუ ისე მცირე.

27 სექტემბერს სომხეთისა და აზერბაიჯანის საზღვარზე ვითარება უკიდურესად დაიძაბა. 9 ნოემბერს კი რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა და სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა ხელი მოაწერეს განცხადებას მთიანი ყარაბაღი კონფლიქტის ზონაში საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტის შესახებ.

ორ ქვეყანას შორის შეიარაღებული კონფლიქტი 2020 წლის ზაფხულშიც,12 ივლისსაც, გააქტიურდა და, დაახლოებით, 10 დღე გაგრძელდა.

ყველაფერს იმის შესახებ, თუ რა ნეგატიური გავლენა ჰქონდა ყარაბაღის ომს საქართველოსა და რეგიონის ეკონომიკაზე, გაეცანით report.ge-ს ეკონომიკურ ანალიტიკას.

წყარო: report.ge
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები