საქართველოში ნედლი რძის ფასი ისევ იზრდება
საქართველოში ნედლი რძის ფასი ისევ იზრდება. Georgiandairy.org-ის მონაცემებით, ფასები ძირითადად 1,10-1,25 ლარს შორის მერყეობს.

„ექსტენსიური ფერმერული მეურნეობებისთვის, სადაც ძირითადად ადგილობრივი ჯიშები და საძოვრული კვება გამოიყენება, ნედლი რძის ფასი ფერმის კართან საშუალოდ ლიტრზე 1.20 ლარს შეადგენს. წელს რძის ფასი შარშანდელზე მაღალია, სავარაუდოდ, ეს ტენდენცია წლის ბოლომდე შენარჩუნდება - რაც თავის მხრივ იმას ნიშნავს, რომ დიდი ალბათობით, წლის დასასრულისთვის ნედლი რძის ფასი ლიტრზე 1.25 ლარს გადააჭარბებს“, - წერს Georgiandairy.org.

GeorgianDairy-ს ბოლო გამოკითხვის მიხედვით, ექსტენსიურ ფერმებში ნედლი რძის ფასების 50% 1.10 ლარსა და 1.25 ლარს შორის მერყეობს. წლიური გაძვირების ტენდენცია გრძელდება: ამ კვირისთვის საშუალო ფასი წინა წლის იგივე კვირასთან შედარებით დაახლოებით 0.05 ლარით არის გაზრდილი. მაქსიმალური სხვაობა წინა წელთან ივლისში დაფიქსირდა (+0.23 ლარი).

„წლიური გაძვირების გაგრძელების შემთხვევაში, მიმდინარე წლის დასასრულისთვის რძის საშუალო ფასმა (აღნიშნულ მეურნეობებში) შესაძლოა, შარშანდელი რეკორდი მოხსნას და 1.25 ლარს გადააჭარბოს. ჯერჯერობით საკვების სამომხმარებლო ფასები, რომლებთანაც ნედლი რძის ფასი მჭიდრო კავშირშია, გაძვირებული რჩება; საკვების სამომხმარებლო ფასები თავის მხრივ გაცვლით კურსთან არიან მჭიდროდ დაკავშირებულნი. შესაბამისად, ლარის გაუფასურების გაგრძელების შემთხვევაში, დიდია შანსი, რომ წლის ბოლომდე ნედლ რძეზე ახალი რეკორდულად მაღალი ფასი მივიღოთ“, - წერს Georgiandairy.org.

წყარო: BPN
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები