ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, მარტის თვეში
საქართველოში 55 907 უცხოური ვიზიტი განხორციელდა,
რაც 73,4%-ით ნაკლებია გასული წლის შესაბამისი პერიოდის მონაცემთან
შედარებით.
ვიზიტორების 88% კაცია, ხოლო 12% ქალი, რაც შესაძლებელია, იმით იყოს
გამოწვეული, რომ მოგზაურობების ძირითადი მიზანი არა ტურიზმი, არამედ
ტექნიკური ხასიათის გადაადგილებები იყო.
მარტში საერთაშორისო ვიზიტები TOP 10 ქვეყნის მიხედვით ასე
გადანაწილდა:
- თურქეთი — 20 237 ვიზიტი, კლება — 51%;
- საქართველო (არარეზიდენტები) — 7 241 ვიზიტი, კლება —
63%;
- სომხეთი — 5 656 ვიზიტი, კლება — 83%;
- რუსეთი — 4 703 ვიზიტი, კლება — 86%;
- აზერბაიჯანი — 4 226 ვიზიტი, კლება — 90%;
- უკრაინა — 3 115 ვიზიტი, კლება — 60%;
- უზბეკეთი — 1 873 ვიზიტი, ზრდა — 74%;
- ყაზახეთი — 1 016 ვიზიტი, კლება — 44%;
- ირანი — 841 ვიზიტი, ზრდა — 109%;
- ბელარუსი — 759 ვიზიტი, კლება — 55%;
რაც შეეხება პირველ კვარტალს ჯამში, იანვარ-მარტში უცხოური ვიზიტების
88%-იანი კლება დაფიქსირდა — მიმდინარე წლის პირველ სამ თვეში
საქართველოში სულ 130 188 უცხოური ვიზიტი განხორციელდა.