აზერბაიჯანში ქართული ღვინის ექსპორტი გაზრდილია
მიმდინარე წლის პირველ კვარტალში აზერბაიჯანში საქართველომ 87 449 ბოთლი ღვინო გაყიდა. ამის შესახებ საქართველოს ღვინის ეროვნული სააგენტო იუწყება. წლიურად მეზობელ ქვეყანაში ქართული ღვინის ექსპორტი გაზრდილია 66% -ით.

იანვარ-მარტში, საქართველოდან ექსპორტირებულია დაახლოებით 19 მილიონი ბოთლი ღვინო 52 ქვეყანაში. ექსპორტის ჯამურმა ღირებულებამ 44 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა.

საანგარიშო პერიოდში ქართული ღვინის ძირითადი საექსპორტო ბაზრებია: ჩინეთი (959,040 ბოთლი), ლიტვა (245,940 ბოთლი), აშშ (237,878 ბოთლი), ესტონეთი (161,956 ბოთლი), დიდი ბრიტანეთი (117,118 ბოთლი) და იაპონია (51,346 ბოთლი).

შეგახსენებთ, საქსტატის მონაცემებით, მიმდინარე წლის იანვარ-მარტში საქართველოდან აზერბაიჯანში ექსპორტირებულია 63,232 ლიტრი ყურძნის ნატურალური ღვინო, რომლის ღირებულება 242,5 ათასი აშშ დოლარია. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, ექსპორტის მოცულობა 2.2-ჯერ გაიზარდა გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.

ცნობისთვის, 2030 წლისთვის, საქართველო 1 მლრდ. აშშ დოლარის ღირებულების ღვინის ექსპორტს გეგმავს. სოფლის მეურნეობის მინისტრის ინფორმაციით, ქართული ღვინის ექსპორტმა 100 მლნ ბოთლს მიაღწია. ორიენტირი კი, ექსპორტის შემდგომ ზრდაზეა მიმართული. სახელმწიფოს გეგმით, მიზნობრივ ბაზრებზე ქართული ღვინო ნიშურიდან საერთაშორისოდ დამკვიდრებულ კატეგორიაში უნდა გადავიდეს.

წყარო: report.ge
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები