წყლის სისტემის შეცვლის გამო გადათხრილ ქუჩებზე დაზიანებული მონაკვეთების შეკეთება დაიწყეს
მარნეულის მუნიციპალიტეტში, წყალარინების სისტემის მშენებლობისას გადათხილ ქუჩებზე დაზიანერბული მონაკვეთების ამოვსება დაიწყეს. ორი წელია, რაც მარნეულში წყალმომარაგება-წყალარინების სისტემის მშენებლობა მიმდინარეობს. სწორედ ამ დროის განმავლობაში მოსახლეობას მიმდინარე პროცესებმა არაერთი პრობლემა შეუქმნა. მაგალითად, ის, რომ მარნეულის მუნიციპალური ტრანსპორტი ამოვარდნილი გრაფიკით მუშაობს. 

თუ აქამდე მოსახლეობამ მიახლოებით მაინც იცოდა როდის უნდა გამოევლო ტრანსპორტს, ახალა ეს სიტუაცია შეიცვალა და მათი მარნეულამდე ჩამოსვლის დრო მძღოლების „კეთილ ნებაზეა“ დამოკიდებული. იგვივე პრობლემის წინაშე დადგა მუნიციპალიტეტის მასშტაბით ყველ, სადაც აღნიშნული პროექტი ხორციელდება. რამდენიმე დღეა, რაც დაზიანებულ მონაკვეთებზე ასფალტის დაგება დაიწყეს. როგორც რადიო „მარნეულს“ მერიის პრესსამსახურში განუცხადეს, დაზიანებული გზის მონაკვეთების შეკეთებაზე პასუხისმგებლობას გაერთიანებული წყალმომარაგება იღებს.

მერიაში განმარტავენ, რომ წყალმომარაგების კომპანია მარნეულსა და ბოლნისში წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემების მშენებლობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო, მშენებარე კონტრაქტორ კომპანია ’’Akelik Group”-თან, ხელშეკრულების შეწყვეტის პროცედურებს იწყებს და უახლოეს პერიოდში ახალ ტენდერს გამოაცხადებს.

აღსანიშნავია, რომ „აკელიკ“ გრუპი დასაქმებულებს კუთვნილ ანაღაურებას თვეობით უგვიანებს, რის გამოც, მუშახელი პერმანენტულად მართავს საპროტესტო აქციებს.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები