"Azeri LT CIF"-ის ნედლ ნავთობზე, რომელსაც აზერბაიჯანი მსოფლიო
ბაზარს აწვდის,
ფასი 0,57 აშშ დოლარით (0,57%-ით) გაიზარდა. ამის შესახებ
აზერბაიჯანული მედია წერს.
Azeri Light-ის მარკის ერთი ბარელი ნავთობის ფასი ამ დროისათვის 73,98
აშშ დოლარს შეადგენს.
ცნობისთვის, ყველაზე დაბალი ფასი, 2020 წლის 21 აპრილს დაფიქსირდა, იმ
დროისთვის 1 ბარელი "Azeri LT CIF"-ის ნედლი ნავთობი 15,81 აშშ დოლარი
ღირდა, ხოლო მაქსიმალური ფასი 2008 წლის ივლისში 149,66 დოლარი
იყო.