რა ღირს საწვავის შევსება მსოფლიოს გარშემო
დღეისთვის საქართველოში საწვავის ფასი ისტორიულ მაქსიმუმზეა. ბაზარზე ბენზინის ღირებულება უკვე 3.10 ლარს აღემატება. საქართველოში საწვავის ფასის მთავარი მიზეზია გლობალურად გაზრდილი ფასები, რომელიც ამჟამად ბარელ ნავთობზე $75-ს აღემატება. ეს წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 54.5%-ით მეტია.

საქართველოს მეზობელ ქვეყნებში ბენზინის ფასები ასე ნაწილდება: რუსეთი - 1.87 ლარი, აზერბაინაჯი - 2.14 ლარი, სომხეთი - 3.17 ლარი, თურქეთი - 2.76 ლარი.

მსოფლიოში ყველაზე იაფი ნავთობი ვენესუელაშია, სადაც ერთი ლიტრი ბენზინის ყიდვა 6.2 თეთრად არის შესაძლებელი, ამის მიზეზი ბენზინზე სახელმწიფო სუბსიდიაა. ამასთან, მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული საწვავი ჰონგ-კონგშია, სადაც ლიტრის ღირებულება 7.99 ლარს შეადგენს.


წყარო: ბმ
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები