მარნეულის ბაზარში ხანძარი ლოკალიზებულია - დაშავებული არავინაა
მარნეულის ბაზარში გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია. როგორც რადიო "მარნეულს" საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ადგილზე არავინ დაშავებულა.

მარნეულის ე.წ. წინა ბაზარში, ცეცხლი საღამოს საათებში გაჩნდა. ხანძრის გაჩენის მიზეზი, ჯერჯერობოთ, უცნობია.

რადიო "მარნეული" ცდილობს ბაზრის წარმომადგენლობასთან დაკავშირებას.

დეტალების გარკვევის შემთხვევაში, მასალა განახლდება. 

გარეკანის ფოტო:interpress.ge
Print