ალტერნატიული „უსაფრთხო“ ინვესტიციის – აშშ-ს სახელმწიფო ობლიგაციების
შემოსავლიანობის ზრდის გამო, მსოფლიო ბაზარზე ოქროს ფასი მცირედით
დაეცა.
ნიუ-იორკის Comex Exchange-ის ბირჟაზე ოქროს თებერვლის ფიუჩერსების
ფასი 0,06%-ით, 1,1 დოლარით შემცირდა და უნციაზე 1 778,4 დოლარს
შეადგენს.
ძვირფასი ლითონის ფასის კლებას ხელს უწყობს აშშ-ს ათწლიანი ხაზინის
სარგებელი, რომელიც 1,38%-მდე გაიზარდა, რაც მას "უსაფრთხო"
ინვესტიციებისთვის უფრო მიმზიდველს ხდის.
გარდა ამისა, ძვირფასი ლითონის ფასი კორონავირუსის "ომიკრონ" შტამის
შეშფოთების გამოც იკლებს.