გასული წლის 11 თვეში (იანვარ-ნოემბერი) საქართველომ 1,153,169 ტონა
საწავავის იმპორტი განახორციელა, რაც თანხებში 737,894 მლნ აშშ დოლარს
შეადგენს.
„ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა, რომელი ქვეყნებიდან და რა ფასად
ყიდულობს საქართველო საწვავს.
ტოპ-10 ქვეყანა, საიდანაც გასული წლის 11 თვეში საქართველოში საწვავის
იმპორტი განხორციელდა:
- თურქმენეთი - 281 470 ტონა - 175,760 მლნ - 1 ლიტრის
ღირებულება დაახლოებით 62 ცენტი - საშუალოდ 1,90 ლარი
- აზერბაიჯანი - 207 034 ტონა - 115 203 მლნ აშშდოლარი - 1
ლიტრი საშუალოდ 55 ცენტი - დაახლოებით 1,70 ლარი
- რუსეთი - 206 511 ტონა - 123 438 მლნ აშშდოლარი - 1 ლიტრი
დაახლოებით 60 ცენტი - საშუალოდ, 1,84 ლარი
- რუმინეთი - 179 505 ტონა - 113 788 მლნ აშშდოლარი - 1
ლიტრი საშუალოდ 63 ცენტი, ანუ1,95 ლარი
- ბულგარეთი - 159 724 ტონა - 108 057 მლნ აშშდოლარი - 1
ლიტრი დაახლოებით 68 ცენტი - საშუალოდ 2,08 ლარი
- საბერძნეთი - 37 315 ტონა - 25 530 მლნ აშშდოლარი - 1
ლიტრი დაახლოებით 68 ცენტი - საშუალოდ 2,08 ლარი
- თურქეთი - 35 234 ტონა - 24 888 მლნ აშშდოლარი - 1 ლიტრი
საშუალოდ - 70 ცენტი, დაახლოებით - 2,17 ლარი
- იტალია - 26 014 ტონა - 18 330 მლნ აშშ დოლარი- 1 ლიტრი
საშუალოდ - 70 ცენტი - დაახლოებით, 2,17 ლარი
- ირანი - 3 032 ტონა - 1 411 მლნ აშშ დოლარი - 1 ლიტრი
დაახლოებით 47 ცენტი, საშუალოდ - 1,43 ლარი
- კორეა, რესპუბლიკა - 2 656 ტონა - 3 281 მლნ აშშდოლარი -
1 ლიტრი საუშალოდ 1,23 დოლარი - ეროვნულ ვალუტაში 3,80
ლარი
ცნობისთვის, აღნიშნულ საიმპორტო ფასს, ემატება დღგ-ს და აქციზის
გადასახადიც. არსებული გადასახადი ტონაზე ბენზინს - 500, ხოლო დიზელს
- 400 ლარით აძვირებს. ლიტრებში თუ გადავიყვანთ, 40-50
თეთრიგამოდის.