საიდან და რა ფასად ყიდულობს საქართველო საწვავს
გასული წლის 11 თვეში (იანვარ-ნოემბერი) საქართველომ 1,153,169 ტონა საწავავის იმპორტი განახორციელა, რაც თანხებში 737,894 მლნ აშშ დოლარს შეადგენს.

„ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა, რომელი ქვეყნებიდან და რა ფასად ყიდულობს საქართველო საწვავს.

ტოპ-10 ქვეყანა, საიდანაც გასული წლის 11 თვეში საქართველოში საწვავის იმპორტი განხორციელდა:
  • თურქმენეთი - 281 470 ტონა - 175,760 მლნ - 1 ლიტრის ღირებულება დაახლოებით 62 ცენტი - საშუალოდ 1,90 ლარი
  • აზერბაიჯანი - 207 034 ტონა - 115 203 მლნ აშშდოლარი - 1 ლიტრი საშუალოდ 55 ცენტი - დაახლოებით 1,70 ლარი
  • რუსეთი - 206 511 ტონა - 123 438 მლნ აშშდოლარი - 1 ლიტრი დაახლოებით 60 ცენტი - საშუალოდ, 1,84 ლარი
  • რუმინეთი - 179 505 ტონა - 113 788 მლნ აშშდოლარი - 1 ლიტრი საშუალოდ 63 ცენტი, ანუ1,95 ლარი
  • ბულგარეთი - 159 724 ტონა - 108 057 მლნ აშშდოლარი - 1 ლიტრი დაახლოებით 68 ცენტი - საშუალოდ 2,08 ლარი
  • საბერძნეთი - 37 315 ტონა - 25 530 მლნ აშშდოლარი - 1 ლიტრი დაახლოებით 68 ცენტი - საშუალოდ 2,08 ლარი
  • თურქეთი - 35 234 ტონა - 24 888 მლნ აშშდოლარი - 1 ლიტრი საშუალოდ - 70 ცენტი, დაახლოებით - 2,17 ლარი
  • იტალია - 26 014 ტონა - 18 330 მლნ აშშ დოლარი- 1 ლიტრი საშუალოდ - 70 ცენტი - დაახლოებით, 2,17 ლარი
  • ირანი - 3 032 ტონა - 1 411 მლნ აშშ დოლარი - 1 ლიტრი დაახლოებით 47 ცენტი, საშუალოდ - 1,43 ლარი
  • კორეა, რესპუბლიკა - 2 656 ტონა - 3 281 მლნ აშშდოლარი - 1 ლიტრი საუშალოდ 1,23 დოლარი - ეროვნულ ვალუტაში 3,80 ლარი
ცნობისთვის, აღნიშნულ საიმპორტო ფასს, ემატება დღგ-ს და აქციზის გადასახადიც. არსებული გადასახადი ტონაზე ბენზინს - 500, ხოლო დიზელს - 400 ლარით აძვირებს. ლიტრებში თუ გადავიყვანთ, 40-50 თეთრიგამოდის.

წყარო: BPN
Print