2021 წლის 11 თვეში საქართველოდან, 57 982 ერთეული, (417,639 მლნ აშშ
დოლარის ღირებულების) მსუბუქი ავტომობილების რეექსპორტი განხორციელდა,
რაც პანდემიური 2020 წლის მაჩვენებელს 56,6%-ით აჭარბებს, თუმცა
მკვეთრად ჩამოუვარდება პანდემიამდელ რიცხვებს.
2019 წლის იანვარ-ნოემბერში საქართველოდან 90 703 მანქანის რეექსპორტი
განხორციელდა, 2020 წელს კი 37 019 ერთეულის.
,,ბიზნესპრესნიუსი“ გთავაზობთ ტოპ-10 ქვეყანას, სადაც 2021 წლის 11
თვეში საქართველოდან მანქანების რეექსპორტი განხორციელდა:
- აზერბაიჯანი - 35 385 ერთეული ( 228,2 მლნ აშშ
დოლარი)
- უკრაინა - 12 685 ერთეული (83 მლნ აშშ
დოლარი)
- რუსეთი - 2 305 ერთეული ( 15,5 მლნ აშშ
დოლარი)
- ყირგიზეთი - 2 036 ერთეული ( 14,7 მლნ აშშ
დოლარი)
- ყაზახეთი - 1 809 ერთეული ( 19,7 მლნ აშშ
დოლარი)
- ტაჯიკეთი - 967 ერთეული ( 6,5 მლნ აშშ
დოლარი)
- მოლდოვა - 806 ერთეული ( 6,3 მლნ აშშ
დოლარი)
- სომხეთი - 676 ერთეული ( 5,5მლნ აშშ
დოლარი)
- ბელგია - 342 ერთეული ( 16,7მლნ აშშ
დოლარი)
- უზბეკეთი - 226 ერთეული ( 3,4 მლნ აშშ
დოლარი)