2021 წელს მსუბუქი ავტომობილების რეექსპორტი 56,6%-ით გაიზარდა - ქვეყნები, სადაც მანქანები გადის
2021 წლის 11 თვეში საქართველოდან, 57 982 ერთეული, (417,639 მლნ აშშ დოლარის ღირებულების) მსუბუქი ავტომობილების რეექსპორტი განხორციელდა, რაც პანდემიური 2020 წლის მაჩვენებელს 56,6%-ით აჭარბებს, თუმცა მკვეთრად ჩამოუვარდება პანდემიამდელ რიცხვებს.

2019 წლის იანვარ-ნოემბერში საქართველოდან 90 703 მანქანის რეექსპორტი განხორციელდა, 2020 წელს კი 37 019 ერთეულის.

,,ბიზნესპრესნიუსი“ გთავაზობთ ტოპ-10 ქვეყანას, სადაც 2021 წლის 11 თვეში საქართველოდან მანქანების რეექსპორტი განხორციელდა:
  • აზერბაიჯანი - 35 385 ერთეული ( 228,2 მლნ აშშ დოლარი)
  • უკრაინა - 12 685 ერთეული (83 მლნ აშშ დოლარი)
  • რუსეთი - 2 305 ერთეული ( 15,5 მლნ აშშ დოლარი)
  • ყირგიზეთი - 2 036 ერთეული ( 14,7 მლნ აშშ დოლარი)
  • ყაზახეთი - 1 809 ერთეული ( 19,7 მლნ აშშ დოლარი)
  • ტაჯიკეთი - 967 ერთეული ( 6,5 მლნ აშშ დოლარი)
  • მოლდოვა - 806 ერთეული ( 6,3 მლნ აშშ დოლარი)
  • სომხეთი - 676 ერთეული ( 5,5მლნ აშშ დოლარი)
  • ბელგია - 342 ერთეული ( 16,7მლნ აშშ დოლარი)
  • უზბეკეთი - 226 ერთეული ( 3,4 მლნ აშშ დოლარი)

წყარო: BPN
Print