საქართველოს ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის (ესკო)
მონაცემებით,
2022 წლის 4 თვეში ქვეყანაში პირდაპირმა მომხმარებლებმა 1.3 მილიარდი
კვტ.სთ ელექტროენერგია მოიხმარეს, რაც 2021 წლის ანალოგიური პერიოდის
მაჩვენებელზე, 931 მილიონ კვტ.სთ-ზე, 43%-ით მეტია.
პირდაპირ მომხმარებლებს შორის არიან კრიპტობიზნესით დაკავებული
კომპანიებიც - მათგან ყველაზე მეტი, 130.9 მილიონი კვტ.სთ
ელექტროენერგია წელს „ბი ეფ დი სიმ“ (Bitfury Georgia) მოიხმარა, რაც
წინა წლის მაჩვენებელზე, 119.1 მლნ კვტ.სთ-ზე, 9.9%-ით მეტია. შემდეგ
მოდიან კომპანია „აითილები“ 46.8 მილიონი კვტ.სთ-ით, „დატა ჰაბი“ 22.9
მილიონი კვტ.სთ-ით და „ჯეომეინთენანსი“ 5.5 მილიონი კვტ.სთ-ით.
კომპანია „ბლოქფაუერს“ წელს ელექტროენერგია არ შეუსყიდია.
„ბიზნესპრესნიუსი“ გთავაზობთ 10 კომპანიას, რომელთაც 2022 წლის
იანვარ-აპრილში ყველაზე მეტი ელექტროენერგია მოიხმარეს:
„ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანა“ – 394.2 მლნ
კვტ.სთ;
„ბი ეფ დი სი“ (Bitfury Georgia) – 130.9 მლნ კვტ-სთ;
„რუსთავის აზოტი“ – 88.4 მლნ კვტ.სთ;
„რუსთავის ფოლადი“ - 72 მლნ კვტ.სთ;
„ჰაიდელბერგცემენტი ჯორჯია“ – 59.3 მლნ კვტ.სთ;
„საქართველოს რკინიგზა“ – 57.3 მლნ კვტ.სთ;
„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ - 54 მლნ კვტ.სთ;
„ჭიათურმანგანუმ ჯორჯია“ – 48 მლნ კვტ.სთ;
„აითილები“ – 46.8 მლნ კვტ.სთ;
„აიტი კორპ“ – 42.1 მლნ კვტ.სთ.
2022 წლის 4 თვეში საქართველოში ელექტროენერგიის მოხმარებამ 5.3
მილიარდი კვტ.სთ შეადგინა, რაც 2021 წლის 4 თვის მაჩვენებელზე, 4.6
მილიარდ კვტ.სთ-ზე, 15%-ით მეტია. ამავე პერიოდში გამომუშავება 4.1
მილიარდი, იმპორტი კი 1.2 მილიარდი კვტ.სთ იყო.