საქართველოს მთავრობამ 2022 წლის პირველ კვარტალში 2,700-მდე
საგადასახადო შეთანხმება გააფორმა
- ამის შესახებ მთავრობის მიერ პარლამენტისთვის გაგზავნილ ანგარიშში
არის ნათქვამი.
დოკუმენტიდან ასევე ირკვევა, რომ წელს მთავრობამ ბიზნესებს 103
მილიონი ლარის გადასახადები ჩამოაწერა.
“საგადასახადო შეთანხმებების პრაქტიკასთან დაკავშირებით
აღსანიშნავია, რომ საანგარიშო პერიოდში გაფორმებულია 2681
საგადასახადო შეთანხმება, აქედან შეთანხმების პირობების შესრულების
საფუძველზე (შეთანხმებით განსაზღვრული თანხის − 90,820,679 ლარის
ბიუჯეტში გადახდა) 2122 გადასახადის გადამხდელს ჩამოეწერა 102,845,918
ლარის ოდენობით ჯარიმა და საურავი. ამასთან, შეთანხმების პირობების
შეუსრულებლობის გამო, დაჯარიმდა 551 გადასახადის
გადამხდელი", - ნათქვამია მთავრობის ანგარიშში.
Bm.ge-ის შემოსავლების სამსახურში საგადასახადო შეთანხმებების უფრო
დეტალური სტატისტიკის შესახებაც აქვს ინფორმაცია გამოთხოვილი, რასაც
მკითხველს შესაბამისი ინფორმაციის მიღების შემდეგ შევთავაზებთ.