ვის ეკუთვნის TOP-10 საშუალო ზომის ექსპორტიორი კომპანია
მიმდინარე წლის I კვარტალში საქართველოდან 1,171 მლრდ აშშ დოლარის პროდუქციაა ექსპორტირებული. აქედან 443,246 მლნ აშშ დოლარის პროდუქტი საშუალო ზომის საწარმოებმა გაიტანეს.

„ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა, ვის ეკუთვნის საშუალო ზომის ტოპ-10 ექსპორტიორი კომპანია.

„საქსტატის“ მიერ მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, ჩამონათვალი ასე გამოიყურება:

სს საერთაშორისო სამედიცინო ტექნოლოგიები - ეს არის 2016 წელს საქართველოში რეგისტრირებული შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება, რომელიც 2019 წელს რეორგანიზაციის შედეგად გარდაიქმნა სააქციო საზოგადოებად. მანამდე, (2016 წლის ამონაწერით)კომპანიის 100%-ანი წილის მფლობელი და დირექტორი მაკა გელაშვილი იყო.

შპს Caucasian Metals Terminal – 2011 წელს დარეგისტრირდა. კომპანიის 85%ს ფლoბს კვიპროსში რეგისტრირებული შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება C.I.I. Clay Industries International, ხოლო 15%-ს გოჩა კურდღელია, რომელსაც ზვიადი ხურცილავა მართავს. კომპანიის დირექტორია იროდი კვარაცხელია.

შპს G&I group - 2012 წელს დარეგისტრირებული კომპანიის მმართველი და მფლობელი ირაკლი ბალაძეა.

შპს „არესემ კორპ“ -კომპანია 2017 წელს დაფუძნდა. 100%-ან წილს ფლობს ილია კუბეცია, ხოლო დირექტორია თემურ მიმინოშვილი.

შპს „გებრიუდერ ვაის“ - სამეწარმეო რეესტრში 2012 წელს დარეგისტრირდა. მფლობელია ავსტრიაში რეგისტრირებული შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება GW International Holding GmbH, FN, გენერალური დირექტორები არიან ალექსანდრე ხარლამოვი და თომას მოზერი (ავსტრიის მოქალაქე).

შპს „გეოიმპექს”-კომპანია 2021 წელს არის დაფუძნებული.გეოიმპექსის მესაკუთრე და დირექტორი ბესიკ ქორიძეა.

შპს „ემენ ქემიკალ ჯორჯია“ -სამეწარმეო რეესტრის მიხედვით, კომპანია 2010 წელს დაფუძნდა და ის შპს ჯი-ემ-ენ კომპანის საკუთრებაშია. თავის მხრივ ჯი-ემ-ენ კომპანის 45%-ს ფლობს ედუარდ ჯეჯეია (საქართველო-რუსეთის ორმაგი მოქალაქე), 35%-ს ბადრი ჯობავა (რუსეთის მოქალაქე), ხოლო 20%-ს - რევაზ გაგნიძე. დირექტორია მიხეილ ბუსხრიკიძე.

შპს „ლეგომეტალ“ -კომპანის 2020 წელს დარეგისტრირდა. მფლობელი და დირექტორი ფრიდონ კომახიძეა.

შპს „ფარმედ“ - 2018 წელს დარეგისტრირდა. კომპანიის 100%-ს ფლობს სერბეთში დარეგისტრირებული შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება ფარმედიკა პლიუსი, დირექტორია დმიტრო ვასილენკო (უკრაინის მოქალაქე).

შპს „ჯი თი ემ გრუპ“ - 2010 წელს დაფუძნდა. კომპანიის 75% ეკუთვნის ავთანდილი კოჩაძეს, 10% - ამირან ანთაძეს, 6-6% მერაბი ღიბრაძეს და თამაზ ჯანგავაძეს, ხოლო 3% - ნიკოლოზ ჩუტკერაშვილს.

წყარო: BPN
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები