2021 წელს საქართველომ მხოლოდ 2.1 ათასი ტონა მზესუმზირა აწარმოა - როგორია ნათესი ფართობების მოცულობა
საქართველომ 2021 წელს 2.1 ათასი ტონა მზესუმზირა აწარმოა, რაც წინა წელთან შედარებით 0,2 ათასი ტონით მეტია, თუმცა 2019-2018 წლებთან შედარებით - ნაკლები. უფრო კონკრეტულად, 2020 წელს ქვეყანაში 1,9 ათასი ტონა მზესუმზირა იწარმოა, 2019 წელს - 2,6 ათასი ტონა, 2018 წელს კი 3 ათასი ტონა.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გამოქვეყნებული დოკუმენტის მიხედვით, 2021 წელს მზესუმზირის ნათესმა ფართობებმა 3 ათასი ჰექტარი შეადგინა. ნათესები 500 ჰა-თი გაიზარდა გასულ წელთან შედარებით. 2020 წელს საქართველოში მხოლოდ 2.5 ათასი ჰექტარი მზესუმზირის ნათესი ფართობები იყო, 2021 წელს კი, 3 ათასი.

დოკუმენტის მიხედვით, გასულ წელს 1 ჰექტარზე საშუალო მოსავლიანობა 0.7 ათასი ტონაა, რაც გასულ წლებთან შედარებით ნაკლები მაჩვენებელია. 2021 წელს, ფერმერებს 1 ჰა-ზე 0.8 ათასი ტონა მზესუმზირა მოჰყავდათ, 2019 წელს კი, 1.1 ათასი ტონა.

მწირი წარმოების მიუხედავად, 2021 წელს ქვეყანაში მზესუმზირის იმპორტიც შემცირდა და 4,668 ტონა შეადგინა, მაშინ, როცა პანდემიურ 2020 წელს საქართველოში 6,846 ტონა მზესუმზირა შემოვიდა.

2021 წლის მონაცემებით, საქართველოში მზესუმზირის მთავარი იმპორტიორი უკრაინა იყო - 84,2%, რუსული პროდუქტის წილი კი დაახლოებით 11%-ს შეადგენდა. უფრო კონკრეტულად, 2021 წელს საქართველოში სულ განხორციელდა 4 668 ტონა, 4,180 მლნ დოლარის ღირებულების მზესუმზირის იმპორტი, აქედან უკრაინიდან შემოვიდა 3 932 ტონა, 3,424 მლნ დოლარის ღირებულების, რუსეთიდან კი 529,9 ტონა, 327,3 ათასი დოლარის ღირებულების. ამ მომენტისთვის, ორივე ქვეყანას, მზესუმზირის თესლის ექსპორტი აკრძალული აქვს. რუსეთს 31 აგვისრტომდე, უკრაინას კი 31 დეკემბრამდე.

წყარო: BPN
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები