მიმდინარე წლის 1-ელ 5 თვეში რუსეთიდან საქართველოში იმპორტი 159 727
800 აშშ დოლარით გაიზარდა.
კერძოდ, 2022 წლის იანვარ-მაისში რუსეთიდან იმპორტმა 553 931 800 აშშ
დოლარი შეადგინა, 2021 წლის ანალოგიურ პერიოდში კი 394 204 000 აშშ
დოლარი იყო.
საანგარიშო პერიოდში რუსეთში ყველაზე დიდი რაოდენობით ნავთობი და
ნავთობპროდუქტები ვიყიდეთ, რომლის იმპორტმაც 124 281 400 აშშ დოლარი
შეადგინა, მას მოსდევს ნავთობის აირები და სხვა აირისებრი
ნახშირწყალბადები - 38 922 300 აშშ დოლარით; მე-3 ადგილზეა კოქსი და
ნახევარკოქსი ქვანახშირის, ლიგნიტის ან ტორფისაგან - 22 772 300 აშშ
დოლარის იმპორტით.
მე-4 და მე-5 პოზიციებს კი ხორბლის ან ხორბალ-ჭვავის ფქვილი და
მარგარინი იკავებენ, რომელთა იმპორტმაც შესაბამისად, 22 446 000 აშშ
დოლარი და 22 344 600 აშშ დოლარი შეადგინა.