ამერიკის შეერთებულ შტატების რეფინანსირების სესხებსე საპორცენტო
განაკვეთი რეკორდულ ნიშნულზეა, უფრო კონკრეტულად, ფედრეზერვმა
რეფინანსირების განაკვეთი 0.75%-ით გაზარდა.
FED-ის ძირითადი განაკვეთი 2.25 – 2.5%-ის ფარგლებში მერყეობს. როგორც
ბანკების ასოციაციის ხელმძღვანელმა ალექსანდრე ძნელაძე-მ „ბიზნეს
პალიტრას“ ეთერში განაცხადა, აღნიშნულ ფონზე მოსალოდნელია, რომ
საქართველოში უცხოურ ვალუტაზე გაცემულ სესხებზე საპროცენტო განაკვეთი
3-4%-ით გაიზრდება. მისივე თქმით, არსებულ რეალობაში უცხოურ ვალუტაში
გაცემულ სესხებზე საპროცენტო განაკვეთი უკვე გაზრდილია დაახლოებით
0.5%-ით.
„უკვე მოსალოდნელია, რომ მიმდინარე კვირის განმავლობაში
უცხოური ვალუტით გაცემულ სესხებზე საპროცენტო განაკვეთი 3%-ით
გაიზრდება, ან შესაძლებელია, რომ ეს მაჩვენებელი უფრო მეტი იყოს და
4%-ს მიაღწიოს. ასევე უნდა აღინიშნოს, რომ 2020 წლის ბოლოდან
მოყოლებული დღემდე საპროცენტო განაკვეთები უკვე გაზრდილია 0.5%-ით და
როგორც დასაწყისში გითხარით მოსალოდნელია, რომ ეს მაჩვენებელი
ამერიკის ცენტრალური ბანკის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ
კიდევ უფრო მეტად გაიზრდება“, - აღნიშნავს ალექსანდრე
ძნელაძე.
აქვე იმასაც შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის აპრილში დოლარში გაცემულ
სესხებზე საპროცენტო განაკვეთის საშუალო მაჩვენებელი 7.31%-ით
განისაზღვრა.