რა იყიდა და გაყიდა წელს საქართველომ რუსეთში - ქვეყნებს შორის სავაჭრო ბრუნვა გაიზარდა
საქართველო-რუსეთს შორის სავაჭრო ბრუნვა გაიზარდა. საქსტატის მონაცემებით, თუ გასული წლის იანვარ-მაისში ქვეყნებს შორის სავაჭრო ბრუნვა 596,922 მლნ აშშ დოლარი იყო, 2022 წლის ანალოგიურ პერიოდში 764,198 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.

უფრო კონკრეტულად, მიმდინარე წლის 5 თვეში საქართველოდან რუსეთში 210,266 მლნ აშშ დოლარის პროდუქტი გავიდა, გასული წლის ანალოგიურ პერიოდში 202,718 მლნ აშშ დოლარის.

რაც შეეხება იმპორტს, 2022 წლის იანვარ-მაისში საქართველომ რუსეთისგან 553,931 მლნ აშშ დოლარის პროდუქტი შეიძინა, წინა წლის ანალოგიურ პერიოდში კი - 394,203 მლნ აშშ დოლარის.

„ბიზნესპრესნიუსი“ გთავაზობთ, ტოპ-10 პროდუქტს, რომელიც რუსეთიდან 2022 წლის 5 თვეში ყველაზე დიდი რაოდენობით შემოვიდა:
  • ნავთობი და ნავთობპროდუქტები - 124,281 მლნ აშშ დოლარი
  • ნავთობის აირები და აირისებრი ნახშირწყალბადები სხვა - 38,922 მლნ აშშ დოლარი
  • კოქსი და ნახევარკოქსი ქვანახშირის, ლიგნიტის ან ტორფისაგან, ნახშირი რეტორტის - 22,772 მლნ აშშ დოლარი
  • ფქვილი ხორბლის ან ხორბალ-ჭვავის - 22,446 მლნ აშშ დოლარი
  • მარგარინი - 22,344 მლნ აშშ დოლარი
  • ელექტროენერგია - 14,830 მლნ აშშ დოლარი
  • ხორბალი და მესლინი - 12,696 მლნ აშშ დოლარი
  • წნელები ნახშირბადიანი ფოლადისაგან, შემდგომი დამუშავების გარეშე - 11,802 მლნ აშშ დოლარი
  • პური, ფქვილოვანი საკონდიტრო ნაწარმი, შაქარლამა, ნამცხვარი და სხვა პურფუნთუშეული - 10,423 მლნ აშშ დოლარი
  • შოკოლადი და კაკაოს შემცველი კვების სხვა მზა პროდუქტები - 10,334 მლნ აშშ დოლარი
ტოპ-10 პროდუქტი, რომელიც 2022 წლის იანვარ-მაისში საქართველოდან რუსეთში გავიდა:
  • ფეროშენადნობები - 79,355 მლნ აშშ დოლარი
  • ყურძნის ნატურალური ღვინოები - 46,103 მლნ აშშ დოლარი
  • მინერალური და მტკნარი წყლები - 16,980 მლნ აშშ დოლარი
  • ეთილის სპირტი არადენატურირებული, სპირტის კონცენტრაციით 80%-ზე ნაკლები, სპირტიანი სასმელები - 9,876 მლნ აშშ დოლარი
  • წყლები, მინერალურის და დაგაზიანებულის ჩათვლით, შაქრის დანამატების შემცველობით - 8,808 მლნ აშშ დოლარი
  • მსუბუქი ავტომობილები - 7,407 მლნ აშშ დოლარი
  • სიგარები, სიგარილები და სიგარეტები თამბაქოს ან მისი შემცვლელებისგან - 6,096 მლნ აშშ დოლარი
  • ვაშლი, მსხალი და კომში, ახალი - 5,089 მლნ აშშ დოლარი
  • ელექტრული წყალგამახურებლები - 3,726 მლნ აშშ დოლარი
  • კარტოფილი, ახალი ან შეყინული - 2,902 მლნ აშშ დოლარი

წყარო: BPN
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები