2022 წლის 5 თვეში საქართველოდან ექსპორტზე 27,141 ტონა 79,8 მლნ
დოლარის ღირებულების ღვინო გავიდა, რაც გასული წლის მონაცემებთან
შედარებით 3.7%-ით ნაკლებია.
2021 წელს, საქართველომ ექსპორტზე 82,8 მლნ დოლარის 27,416 ტონა
ყურძნის ნატურალური ღვინო გაყიდა.
„ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა იმ ქვეყნების ჩამონათვალით, სადაც
საქართველოდან ღვინის ექსპორტი ხორციელდება.
ტოპ-10 ქვეყანა, სადაც 2022 წლის იანვარ-მაისში ღვინო გავიდა:
- რუსეთი - 17 070 ტონა (46.1 მლნ აშშ
დოლარი)
- პოლონეთი - 2 254 ტონა (5.7 მლნ აშშ
დოლარი)
- ჩინეთი - 1 721 ტონა ( 5.8 მლნ აშშ დოლარი)
- უკრაინა - 1 154 ტონა ( 2.9 მლნ აშშ
დოლარი)
- ყაზახეთი - 1 089 ტონა ( 3.4 მლნ აშშ
დოლარი)
- ლატვია - 597 ტონა (1.8 მლნ აშშ დოლარი)
- ბელორუსი - 537 ტონა (1.6 მლნ აშშ დოლარი)
- გერმანია - 343 ტონა ( 1.5 მლნ აშშ დოლარი)
- ლიეტუვა - 317 ტონა ( 937 ათასი აშშ
დოლარი)
- აშშ - 298 ტონა ( 1.9 მლნ აშშ დოლარი)