საქართველოდან ღვინის ექსპორტი შემცირდა - top-10 ქვეყანა, სადაც პროდუქტი გავიდა
2022 წლის 5 თვეში საქართველოდან ექსპორტზე 27,141 ტონა 79,8 მლნ დოლარის ღირებულების ღვინო გავიდა, რაც გასული წლის მონაცემებთან შედარებით 3.7%-ით ნაკლებია. 2021 წელს, საქართველომ ექსპორტზე 82,8 მლნ დოლარის 27,416 ტონა ყურძნის ნატურალური ღვინო გაყიდა.

„ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა იმ ქვეყნების ჩამონათვალით, სადაც საქართველოდან ღვინის ექსპორტი ხორციელდება.

ტოპ-10 ქვეყანა, სადაც 2022 წლის იანვარ-მაისში ღვინო გავიდა:
  • რუსეთი - 17 070 ტონა (46.1 მლნ აშშ დოლარი)
  • პოლონეთი - 2 254 ტონა (5.7 მლნ აშშ დოლარი)
  • ჩინეთი - 1 721 ტონა ( 5.8 მლნ აშშ დოლარი)
  • უკრაინა - 1 154 ტონა ( 2.9 მლნ აშშ დოლარი)
  • ყაზახეთი - 1 089 ტონა ( 3.4 მლნ აშშ დოლარი)
  • ლატვია - 597 ტონა (1.8 მლნ აშშ დოლარი)
  • ბელორუსი - 537 ტონა (1.6 მლნ აშშ დოლარი)
  • გერმანია - 343 ტონა ( 1.5 მლნ აშშ დოლარი)
  • ლიეტუვა - 317 ტონა ( 937 ათასი აშშ დოლარი)
  • აშშ - 298 ტონა ( 1.9 მლნ აშშ დოლარი)

წყარო: BPN
Print