გიორგი ხანიშვილი - უახლოეს დღეებში გამოიდარებს და ფერმერებმა წამლობა უნდა დაიწყონ
გასულ წელს, ექსპორტზე 120 მლნ დოლარის ღირებულების თხილი გავიდა. არ შეიძლება ჩვენ ეს ტემპი შევანელოთ. მინდა, მოვუწოდო ფერმერებს, თხილის მოსავლის გადასარჩენად, დამატებითი, ორი-სამი წამლობა აუცილებლად ჩაატარონ. უახლოეს დღეებში გამოიდარებს და ფერმერებმა წამლობა უნდა დაიწყონ, - ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ, გიორგი ხანიშვილმა განაცხადა.

მინისტრის მოადგილის განმარტებით, წელს, როგორც აღმოსავლეთ, ასევე დასავლეთ საქართველოში, უხვმა ნალექმა სირთულეები შექმნა. მისი თქმით, ფერმერებმა მაქსიმალურად სწრაფად უნდა დაიწყონ თხილის ბაღების წამლობა. როგორც ხანიშვილმა აღნიშნა, სახელმწიფო აგრძელებს და გააგრძელებს მასივების დამუშავებას აზიური ფაროსანას წინააღმდეგ; თუმცა, პარალელურად, წამლობა სიდამპლეზე, ნაცარსა და სხვა დაავადებებზეც უნდა განხორციელდეს.

„სწორედ ამიტომ, მოვუწოდებ თხილის მწარმოებლებს, რომლებიც, ჯამურად, დაახლოებით, 60 000 ჰა ფართობის დიდი და მცირე თხილის პლანტაციებს ფლობენ, რომ აუცილებლად შეწამლონ ბაღები. სახელმწიფომ მცირე ფერმერებს წამლობისთვის გათვალისწინებული 300 ლარიანი ვაუჩერები დაურიგა“, - განაცხადა გიორგი ხანიშვილმა.

წყარო: BPN
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები