ტურიზმი 6 თვეში 186.3%-ით გაიზარდა - ქვეყანაში 1.2 მლნ-ზე მეტი ვიზიტი განხორციელდა
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, 2022 წლის 6 თვეში საერთაშორისო ტურისტული ვიზიტების რაოდენობამ 1 209 272 შეადგინა რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 186.3%-ით მეტია.

ადმინისტრაციის ცნობით, ტურიზმის დადებითი დინამიკის საკითხი ეკონომიკური საბჭოს სხდომაზე ისაუბრეს.

„ტურიზმზე საუბრისას ხაზი გაესვა იმას, რომ იანვარ-მაისში მოგზაურობიდან მიღებული შემოსავლების აღდგენის დონე 75.3%-ია და შემოსავლებმა 840.9 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.

ტურიზმის აღდგენის დინამიკაზე საუბრისას აღინიშნა, რომ მიმდინარე წლის ივნისში საქართველოში 445 894 საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტი განხორციელდა და ზრდა 2021 წლის ივნისის თვესთან შედარებით 185.5%-ია“, - ნათქვამია ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ პრესრელიზში.

წყარო: ბმ
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები