საქართველოში გასულ წელს თევზის წარმოება გაიზარდა
საქსტატის ინფორმაციით, 2021 წელს თევზის წარმოება 2 861.1 ტონამდე გაიზარდა, მაშინ როცა წინა წელს ეს მაჩვენებელი 789. 6 ტონით ნაკლები, 2 071.5 ტონა იყო. შესაბამისად, 2021 წელს თევზის წარმოება 38%-ით შემცირდა. საქსტატის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, წარმოება შემდეგი სახის თევზებში გაიზარდა: კობრისებრნი, ზუთხისებრნისა და ლოქოსებრნი. ამ სახეობების წლიური წარმოება 1 414 ტონა შეადგინა. წარმოება ასევე გაიზარდა ორაგულისებრნის სახეობაში და გასულ წელს მისმა მოცულობამ 1446.7 ტონა შეადგინა. თევზის წარმოებაში რეგიონების მიხედვით კახეთი ლიდერობს, სადაც გასულ წელს თევზის წარმოებამ 1000 ტონას გადააჭარბა, შემდეგ მოდის შიდა ქართლი 851.6 ტონით, ხოლო მესამე ადგილზეა გურია 300.7 ტონით. საქსტატის ცნობითვე, 2021 წელს აკვაკულტურისთვის განკუთვნილი ტბორების ფართობი 2 946.2 ჰა-ს შეადგენდა, ხოლო აუზების მოცულობა 30.3 ჰა იყო. 2020 წელთან შედარებით გაზრდილია როგორც აუზების, ასევე ტბორების მოცულობა.

აღსანიშნავია, რომ 2021 წელს 2020 წელთან შედარებით თევზის ექსპორტი შემცირდა. თუ 2020 წელს საქართველოდან ახალი თევზისა და გაყინული თევზის ექსპორტმა ჯამში 6 მლნ დოლარს გადააჭარბა, 2021 წელს ეს მაჩვენებელი 2.5 მლნ დოლარს აჭარბებს.

წყარო: ბმ
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები